მიწის საკადასტრო აზომვა
200 ლარიდან
მიწის ნაკვეთის აზომვა და ნახაზის მომზადება
ფასის პირობებიმიწის აზომვა და საკადასტრო ნახაზის მომზადება, ბინისა და სახლის შიდა აზომვა, ტოპოგრაფიული გეგმები. მიწის ჭრა–შევსების დათვლა და წერტილების დაკვალვა GPS-ითა და ტაქეომეტრით.
ვმუშაობთ საქართველოს მასშტაბით. ადგილზე გასვლას წინასწარ ვათანხმებთ.
GPS
აზომვა და დაკვალვატაქეომეტრი
საპროექტო წერტილების დასმაჩვენი სერვისები
მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის აზომვა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება. დაყოფისა და გაერთიანების მასალების მომზადება სამუშაოს მიზნის მიხედვით.
საკადასტრო აზომვის შესახებმიწის ნაკვეთების დაყოფისა და გაერთიანების, ასევე შენობისა და შიდა ფართების დაყოფისთვის აზომვითი ნახაზებისა და შესაბამისი მასალების მომზადება.
დაყოფისა და გაერთიანების შესახებტერიტორიის რელიეფის, არსებული ნაგებობებისა და სხვა შესაბამისი კონტურების აზომვა. ტოპოგეგმის მომზადება პროექტირებისა და ტერიტორიის დაგეგმვისთვის.
ტოპოგრაფიული გეგმის შესახებარსებული და საპროექტო რელიეფის შედარება, მოსაჭრელი და შემოსატანი მიწის მოცულობების გამოთვლა, საპროექტო ნიშნულებისა და ჭრილების მომზადება.
მოცულობების დათვლის შესახებბინის, სახლისა და კომერციული ფართის შიდა აზომვა. ოთახების ფართობების, კედლების, კარებისა და ფანჯრების ასახვა შიდა აზომვით ნახაზზე.
შიდა აზომვის შესახებნაკვეთის საზღვრების, შენობის ღერძებისა და კონტურების, ხიმინჯების ცენტრების დაკვალვა GPS-ით ან ტაქეომეტრით. საპროექტო სიმაღლითი ნიშნულების ადგილზე გატანა.
დაკვალვის შესახებმერიის ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების ატვირთვა და მომზადებული მასალების წარდგენაში დახმარება, წინასწარ შეთანხმებული დავალების ფარგლებში.
ატვირთვის ეტაპები და საჭირო ინფორმაციაღირებულება
საბოლოო ფასი დამოკიდებულია ობიექტის მდებარეობაზე, ფართობზე, სირთულესა და მოსამზადებელ მასალებზე. სამუშაოს ღირებულებას დაწყებამდე ვათანხმებთ.
200 ლარიდან
მიწის ნაკვეთის აზომვა და ნახაზის მომზადება
ფასის პირობები200 ლარიდან
შიდა აზომვა 100 მ²-მდე
ფასის პირობები300 ლარიდან
სამუშაოს შემადგენლობა შეთანხმებით
ფასის პირობები300 ლარიდან
მასშტაბი და დეტალურობა შეთანხმებით
ფასის პირობებიშეკვეთის წინ
ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობისთვის აირჩიეთ მიწის საკადასტრო აზომვა; ოთახების განლაგებისა და ფართობებისთვის — ბინის ან სახლის შიდა აზომვა; ტერიტორიის რელიეფისა და არსებული ობიექტებისთვის — ტოპო გეგმა. თუ პროექტის წერტილების ან საზღვრების ადგილზე მონიშვნა გჭირდებათ, იხილეთ GPS-ითა და ტაქეომეტრით დაკვალვა.
საკადასტრო აზომვა ნაკვეთის მდებარეობას, საზღვრებსა და ფართობს ეხება. ტოპო გეგმა რელიეფს, სიმაღლეთა ნიშნულებსა და დავალებით გათვალისწინებულ არსებულ ობიექტებს ასახავს. თუ პროექტირებას გეგმავთ, გამოგვიგზავნეთ საპროექტო დავალებაც — საჭირო ნახაზების შემადგენლობას წინასწარ დავაზუსტებთ. რას მოიცავს ტოპოგრაფიული აზომვა.
მიწის საკადასტრო აზომვა იწყება 200 ლარიდან. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ნაკვეთის მდებარეობაზე, ფართობზე, საზღვრის კონტურსა და მოსამზადებელ მასალებზე. მოგვწერეთ მდებარეობა, მიახლოებითი ფართობი და სამუშაოს მიზანი; ღირებულებას ადგილზე გასვლამდე შეგითანხმებთ. მეტი მიწის აზომვის ფასზე.
შიდა აზომვა 100 მ²-მდე ფართისთვის იწყება 200 ლარიდან. საბოლოო ფასისთვის მნიშვნელობა აქვს ფართობს, ოთახებისა და სართულების რაოდენობას, სივრცეში შესვლის შესაძლებლობასა და საჭირო ნახაზის შემადგენლობას. მოგვწერეთ ეს ინფორმაცია და წინასწარ შეგითანხმებთ ფასსა და ვადას. მეტი შიდა აზომვის შესახებ.
ვამზადებთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკადასტრო აზომვით ნახაზსა და შეთანხმებულ ელექტრონულ მასალებს. არსებული დოკუმენტებისა და თქვენი მიზნის მიხედვით ვაზუსტებთ სამუშაოს შემადგენლობას. საკადასტრო ნახაზის მომზადება.
მოგვწერეთ ობიექტის მდებარეობა, მიახლოებითი ფართობი და რისთვის გჭირდებათ აზომვა. თუ გაქვთ, დაგვეხმარება ძველი გეგმა ან საკადასტრო კოდიც. შეავსეთ მომსახურების მოთხოვნა ან დაგვირეკეთ: 510 10 37 10.
აზომვის შესახებ

ფართობების სხვაობა
ფართობების შედარება: შიდა და გარე კონტური, ძველი გეგმა, მასშტაბი და დამრგვალება. როგორ ვამოწმებთ აზომილ მდგომარეობასა და ნახაზს შორის სხვაობას.
წაკითხვა
აზომვისთვის მომზადება
რა ინფორმაცია და ნახაზები მოვამზადოთ მიწის, ბინის ან ტერიტორიის აზომვამდე: მდებარეობა, ძველი გეგმა, სამუშაოს მიზანი, მისადგომობა და ფაილების ფორმატები.
წაკითხვა
დაყოფა და გაერთიანება
ნაკვეთისა და შენობის დაყოფის ნახაზი: საწყისი საზღვრები, ნაწილების განლაგება, ფართობების ჯამი და მოსამზადებელი მასალები. გაერთიანების რეალური ნახაზის ფრაგმენტი.
წაკითხვაZome.ge — მიხეილ პატარაიას აზომვითი და გეოდეზიური მომსახურება.
ვაზომავთ არსებულ მდგომარეობას, ვამზადებთ ნახაზებსა და გამოთვლებს და საპროექტო წერტილებს ადგილზე ვნიშნავთ.
ვმუშაობთ სატელიტური GNSS/GPS მიმღებით და ტაქეომეტრით. სამუშაო მეთოდს ვარჩევთ ობიექტის პირობებისა და საჭირო სიზუსტის მიხედვით.
ნახაზებს ვამზადებთ სამუშაოს მიზნისა და წარსადგენი მასალების მოთხოვნების გათვალისწინებით.
სამუშაოს მოცულობას, ღირებულებასა და შესრულების ვადას წინასწარ ვათანხმებთ.
GPS და ტაქეომეტრი
მზად ხართ დაიწყოთ პროექტი? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.
მომსახურება საქართველოს მასშტაბით
ადგილზე გასვლა — მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასწარი შეთანხმებით.